ადამიანის უფლებები: კრიტიკული პერსპექტივები

Screen Shot 2020-04-04 at 21.34.00
13
Mar, 2020

კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანის უფლებების კონცეფციის ფილოსოფიური საფუძვლების, ისტორიული განვითარებისა და ფორმაციების და თანამედროვეობაში მისი არსისა და მნიშვნელობის შესახებ. კურსის ფარგლებში საუბარი იქნება ადამიანის უფლებების რელატიურობისა და უნივერსალურობის კონცეფციებზე, სხვადასხვა პერსპექტივიდან კონცეფციის კრიტიკაზე და კონცეფციის გამოწვევებზე თანამედროვე ეპოქაში.

კურსი შედგება 10 სალექციო თემატიკისგან, თითოეული სალექციო თემატიკა მოიცავს ვიდეო ლექციას, ლექციის ტრანსკრიპტს (ტექსტობრივ ჩანაწერს) და სპეციალურად თითოეული თემატიკისთვის მომზადებულ რიდერს, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა სტატიების და თარგმანების სინთეზს.

კურსზე რეგისტრაცია უფასოა და საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეუძლია. კურსი და მისი ყველა აქტივობა ელექტრონული ფორმით წარიმართება. აპლიკანტები, რომელთაც სურთ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღება, ონლაინ გაივლიან 2 შუალედურ ტესტირებას და ერთ ფინალურ დავალებას კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნის შესამოწმებლად.

კურსი ხორციელდება 5 რეგიონულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

 

კურსი მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

Open Society - Georgia Foundation

Course Content

Total learning: 6 lessons / 1 quiz Time: 10 weeks

Instructor

Admin bar avatar

კოტე ერისთავი

კოტეს აქვს დოქტორის ხარისხი ადამიანის უფლებების თეორიაში, ედინბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში (ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი); ასევე, სხვადასხვა დროს ასწავლიდა სამართლის ფილოსოფიას ედინბურგის უნივერსიტეტში, ადამიანის უფლებების თეორიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო სამართლის კვლევის მეთოდებს კავკასიის უნივერსიტეტში. მიმდინარე ეტაპზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში ხელმძღვანელობს სოციალური პოლიტიკის პროგრამას.

Admin bar avatar

მაია ბარქაია

მაია ბარქაია არის გენდერის კვლევის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებული. ამჟამად ის კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტში. 2010 წელს მან მოიპოვა ინდოეთის ისტორიის მაგისტრის ხარისხი ჯავაჰარლალ ნერუს უნივერსიტეტში (ინდოეთი). 2011 წლიდან ის მონაწილეობს სხვადასხვა კვლევით პროექტში საქართველოსა და ინდოეთში. მაიას კვლევის ინტერესები/სამუშაო თემებია: დროის დეკოლონიზაცია, შრომა და გენდერი; სოციალური მოძრაობები; პოლიტიკური იდეოლოგიები და გენდერი; არაფორმალობა, გენდერი და მიგრაცია; პოსტკოლონიური და დეკოლონიური ფემინიზმები.

Admin bar avatar

თამარ ცხადაძე

ფილოსოფოსი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტზე, თამარი მიწვეული მკვლევარის სტატუსით მუშაობდა აპალაჩის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (2003) და სტენფორდის უნივერსიტეტში (2004, 2005), 2010-2011 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გენდერის კვლევის სადოქტორო პროგრამაზე. 2000 წლიდან ასწავლის ფილოსოფიურ დისციპლინებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2012 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. იკვლევს მეცნიერების ფილოსოფიის, ენის ფილოსოფიის, ფემინისტური ფილოსოფიის პრობლემებს. მუშაობს ფილოსოფიისა და გენდერის კვლევის კლასიკური ტექსტების ქართულ ენაზე თარგმნაზე. არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და რამდენიმე სამეცნიერო კრებულის რედაქტორი.

Reviews

0.0

0 ratings

5 star
0%
4 star
0%
3 star
0%
2 star
0%
1 star
0%