პოლიტიკური ეკონომიკის საფუძვლები

Screen Shot 2020-04-04 at 21.27.49
13
Mar, 2020

დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში თითქმის წარმოუდგენელია წმინდად პოლიტიკური ან ეკონომიკური საკითხების გამოყოფა და მათი მხოლოდ ერთი დისციპლინის ჭრილში ანალიზი. კომპლექსური მოვლენების შესწავლას კომპლექსური მიდგომები სჭირდება. დღეს, მეცნიერები ხშირად მიმართავენ მულტიდისციპლინურ მიდგომებს ამა თუ იმ საკითხის ფართო კონეტქსტში საკვლევად. პოლიტიკური ეკონომიკა სწორედ ასეთი მიდგომების ერთობლიობაა, რომელიც არღვევს საზღვრებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დისციპლინებს შორის და მოვლენებს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ჭრილში განიხილავს, ისტორიული, სოციალური თუ კულტურული ასპექტების გათვალისწინებით. პოლიტიკურ-ეკონომიკური ანალიზი არა მარტო ფართო სურათს ხატავს, არამედ იგი საშუალებას გვაძლევს ერთმანეთთან დავაკავშიროთ ადგილობრივი და გლობალური პროცესები და დავაკვირდეთ ძალაუფლების გადანაწილებას სახელმწიფოს შიგნით თუ გლობალურ ასპარეზზე. სწორედ ამიტომ, კურსის მთავარი მიზანია გააცნოს აპლიკანტებს პოლიტიკური ეკონომიკა, როგორც აკადემიური დისციპლინა და აჩვენოს მისი საჭიროება სხვადასხვა სფეროს პოლიტიკის ანალიზსა თუ შემუშავებაში.

კურსი სამ ნაწილად იყოფა: პოლიტიკური ეკონომიკის იდეების ისტორია მეთექვსმეტე საუკუნიდან მეორე მსოფლიო ომამდე, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გლობალური წყობის კონტურები და საქართველოს თანამედროვე გამოწვევები.

პირველი ნაწილი კურსის მონაწილეებს წარმოდგენას შეუქმნის პოლიტიკური ეკონომიკის, როგორც აკადემიური დისციპლინის საფუძვლებსა და თეორიულ მრავალფეროვნებაზე. იდეების ისტორიის თითოეული ლექციის მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს კაპიტალიზმის განვითარების საფეხურები, მოცემული დროის ისტორიული კონტექსტი და იმ დროის წამყვანი პოლიტ. ეკონომისტების ნააზრევი.

მეორე ნაწილი თანამედროვე გლობალური ბაზრის, მონეტარული და ფინანსური იერარქიების ჩამოყალიბების ანალიზს ეთმობა და ისეთ საკითხებს განიხილავს, როგორიცაა გლობალიზაცია, ნეოლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ფინანსიალიზაცია. ასევე, ხაზი ესმება ძალაუფლების უთანასწორო გადანაწილებას განვითარებულ და ე.წ. განვითარებად ქვეყნებს შორის  და ყურადღება ეთმობა განვითარების სხვადასხვა მიდგომებს.

მესამე ნაწილი უშუალოდ საქართველოს ეთმობა, დამოუკიდებლობიდან დღემდე. აქ განხილულია როგორც პოსტ-საბჭოთა ტრანზიციის ზოგადი საკითხები, ასევე, საქართველოს გამოცდილება სახელმწიფოს მშენებლობის თუ ბაზრის შექმნის პროცესში და თანამედროვე სოციო-ეკონომიკურ გამოწვევები. აღნიშნული საკითხების ანალიზი დაკავშირებულია კურსის პირველ ნაწილში განხილულ თეორიებთან და მეორე ნაწილში წარმოდგენილ გლობალური წყობის კონტექსტთან.

 

სასწავლო პროცესი დაიწყება 13 აპრილიდან.

 

კურსი ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით

Course Content

Total learning: 15 lessons Time: 13 weeks

გამოკითხვა ონლაინ სემინარში მონაწილეობის შესახებ  0/1

იდეების ისტორია (1920-იანი წლებიდან II მსოფლიო ომამდე)დიდი დეპრესია, პოლანი, კეინსი, New Deal  0/3

გლობალური ეკონომიკური ურთიერთობები II მსოფლიო ომის შემდეგ  0/1

ნეოლიბერალიზაცია, გლობალური მონეტარული სისტემის შექმნა, ფინანსიალიზაცია, ნეო-იმპერიალიზმი, ახალი წესრიგის სოციო-ეკოლოგიური ზღვარი  0/1

ძალაუფლების გლობალური ასიმეტრია და კეთილდღეობის უთანასწორო გადანაწილება, განვითარების თეორიები  0/1

პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაცია:ვაშინგტონის კონსენსუსი, შოკური თერაპია, ტრანზიციის პარადიგმა  0/1

საქართველოს პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაცია (1991-2003)  0/0

No items in this section

საქართველოს პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაცია ვარდების რევოლუციის შემდეგ  0/0

No items in this section

საქართველოს პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაცია: ვარდების რევოლუციის შემდგომი რეფორმების სოციო-ეკონომიკური შედეგები და თანამედროვე გამოწვევები  0/0

No items in this section

განვითარების ალტერნატიული ხედვები და წინააღმდეგობის პოლიტიკა  0/0

No items in this section

Instructor

ია ერაძე

ia eradze

ია ერაძე ფლობს ბაკალავრის დიპლომს საერთაშორისო ურთიერთობებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მაგისტრის დიპლომს გლობალურ პოლიტიკურ ეკონომიაში კასელის (გერმანია) უნივერისტეტიდან. სხვადასხვა დროს სწავლობდა აშშ-ში მაუნთ ეარის სკოლაში და ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი). ამჟამად, ია DAAD-ს სტიპენდიანტია კასელის უნივერსიტეტში და მუშაობს სადოქტორო თეზისზე დოლარიზაციის ჰისტერია ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების კვალდაკვალ.

Admin bar avatar

მათე გაბიცინაშვილი

პოლიტიკის მიმომხილველი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემებზე: "42-ე პარალელი" და "თავისუფალი ხედვა". ინტერესის სფეროებია: საერთაშორისო პოლიტიკა, პოლიტიკური ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კავშირი, ასევე, დაინტერესებულია ეკონომიკური იდეების ისტორიით.

Admin bar avatar

სალომე თოფურია

სალომე თოფურია ფლობს ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის მიმართულებით, ანგლო-ამერიკული უნივერსიტეტიდან (პრაღა, ჩეხეთი) და ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკური ეკონომიის მაგისტრის ხარისხს ბერლინის სამართლისა და ეკონომიკის სკოლიდან (გერმანია). ის ასევე სწავლობდა ამერიკულ აკადემიაში თბილისში და ფილიფ ექსეტერის აკადემიაში (აშშ). მიმდინარე ეტაპზე ის მუშაობს სადოქტორო თემაზე კასელის უნივერსიტეტში, თემაზე: სავაჭრო ლიბერალიზაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ სტრუქტურებზე.

Reviews

0.0

0 ratings

5 star
0%
4 star
0%
3 star
0%
2 star
0%
1 star
0%